უხსოვარი დროიდან მოყოლებული საქართველოს თვლიან „ღვინის წარმოების აკვნად“. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ყურნის წიპწები, რომელიც დაახლოებით 8 000 წელს ითვლის. მევენახეობა - საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. გასაოცარია, რომ უკვე XI ასწლეულში იყალთოს აკადემიაში (აღმოსავლეთ საქართველო, კახეთი), სადაც სწავლობდა ლეგენდარული „ვეფხისტყაოსნის ავტორი“ პოეტი, შოთა რუსთაველი, სხვა საგნებთან ერთად ასწავლიდნენ მეღვინეობასაც.
ქართული ღვინო - ეს მხოლოდ სასმელი არაა. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, მამიდან შვილს.
„ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ მდებარეობს მეღვინეობით სახელგანთქმულ მხარეში, კახეთში, გურჯაანის რაიონში. ქარხანა აშენდა 2001 წელს სოფ. ჩუმლაყში, იმ ზონის გულში, რომელიც ცნობილია რქაწითელისა და საფერავისაგან დამზადებული კახური ღვინით, და ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.
მთლიანობაში წარმოადგენს კომპლექსურ საწარმოს, ღვინის და კონიაკის სპირტის წარმოების სრული ციკლით. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ყურძნის გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური პროცესის სარეალიზაციო თანამედროვე ტექნოლოგიით. ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს საცდელი ლაბორატორია ფიზიკო-ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზების საწარმოებლად. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარწმუნდნენ ტექნიკური დისციპლინის მაღალი დონის და ქარხნის სპეციალისტების მაღალი დონის თაობაზე, ღვინის ჩამოსხმის ან ყურძნის მიღების პროცესზე დასწრებით.
“ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი” ორიენტირებულია ძირითადად ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალია ახალგაზრდაა, ქარხანამ სწრაფად გაიმყარა პოზიციების ბაზარზე. 2002 წლის ივნისიდან, საერთაშორისო კონკურსებზე და გამოფენებზე „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდის“ პროდუქციამ დაიმსახურა გრან პრი, 32 ოქროს, 18 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი, 42 ხარისხის ოქროს ნიშანი.
ჩვენ გთავაზობთ დააგემოვნოთ ჩვენი ღვინოების განსხვავებული სახეობები, რომელიც ადამიანების მსგავსად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თითოეული ღვინო გაგაოცებთ მრავალფეროვანი გემოთი, ფერით და არომატით.
ალავერდის ღვინოების გასაცნობი გზა თქვენთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება.
ვენახები
დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია 500 კულტურულ სახეობაზე მეტი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მევენახეობის და მეღვინეობის საგანძურს.
საკუთარი ვენახი შეადგენს 240 ჰა-ს. ჩვენს მიერაა შექმნილი ყველა პირობა მევენახეობის წარმოებისათვის თანამედროვე აგროტექნიკურ საფუძველზე, იმისათვის, რომ აგვემაღლებინა ყურძნის ხარისხი, მისი მოსავლისუნარიანობა, და ამითი უზრუნველგვეყო წარმოება საკუთარი ნედლეულით. ძირითადად ხორციელდება საფერავისა და რქაწითელის და ასევე სხვა სახეობების დარგვა. თავისი პირველი სეზონი ქარხანამ გახსნა 2001 წელს.
უმეტესობა ჩვენი ვენახების ასაკი არის 15-დან 55 წლამდე. გამდიდრებული მინერალებით, კავკასიონიდან ჩამომდინარე წყლები კვებავენ ლერწებს და ავსებენ ნაყოფს წვენით, საიდანაც ვიღებთ ღვთაებრივ სასმელს - ღვინოს.