ღვინო და საქართველო - ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

 

„საქართველოა ღვინის აკვანი“ - ეს სიტყვები ეკუთვნის 1999 წლის 23 ივლისს ლონდონში ვინოპოლისის დამაარსებელს, ცნობილ ბრიტანელ მწერალს და პუბლიცისტს ჰიუ ჯონსონს. არსებობს უამრავი ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ლიტერატურული წყარო მისი სიტყვების დასამტკიცებლად.

 

მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი  აღმოჩენილია საქართველოში. თბილისიდან სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე,  გორას ნანგრევებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ყურძნის რამდენიმე წიპწა «VitisVineisfera Sativa». სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნეოლითური პერიოდის ჭურჭელი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე ღვინის მჟავის ნარჩენები, ასევე უნიკალური ღვინის ჭურჭელი ქვევრი და ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგიები.  «Vitis Vineifera Silrestris» კვლავ ფართოდაა გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. 1980-იანი წლებიდან ტყის ვაზის ლერწამი ჩაიწერა საქართველოს წითელ წიგნში როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. გარდა ველური ვაზისა, საქართველოში გვხვდება 525 -ზე მეტი კულტურული სახეობა. 

 

ვაზს ცენტრალური ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში და მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიურ მემკვიდრეობასთან. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მესიის სისხლთან იყო დაკავშირებული, ვაზი და ღვინო კიდევ უფრო წმინდა გახდა საქართველოსათვის. წმიდა ნინოს ჯვარი, რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში ვაზის ლერწებით იყო გაკეთებული. 

 

საქართველო - ქვეყანა, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ბუნებრივი სიქველით. ბუნებრივი პირობები კარგად შეესაბამება მევენახეობას: ზაფხული იშვიათადაა ძალზე ცხელი, ზამთარი რბილი და ყინვის გარეშეა, ვენახების გარსემო მთებში უხვადაა ბუნებრივი წყაროები, ხოლო ველებზე მდინარეებს მინერალებით მდიდარი წყალი ჩამოაქვთ. ეს ყველაფერი, ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიასთან ერთად, რომელიც არ გამოიყენება სხვა ქვეყნებში, გვიჩვენებს, რომ ქართულ ღვინოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.